აი უკვე 2 კვირაზე მეტია რაც ბლოგი უნდა გამეკეთებინა და ვერფრით ვერ გადამეწყვიტა რა თემაზე ჯობდა ბლოგის გაკეთება.უკვე ისეთი გადაღლილი ვიყავი, თავში არანაირი აზრი აღარ მომდიოდა და ამ დროს დედაჩემის ხმა გავიგონე: ,,დე, არ შეგცივდეს თბილად ჩაიცვი,დე საჭმელი ჭამე მშიერი ხარ და ასე პატარა ბავშვივით ხან რა მომიტანა და ხან რა. და მაშინ გადავწყვიტე ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერ გრძნობაზე,ყველაზე დიდ სიყვარულზე,ყველაზე წმინდა და უკვდავ თემაზე ,,დედაშვილობაზე"გამეკეთებინა ბლოგი.ეს ისეთი თემაა რომელზეც ახალს ვერაფერს ვიტყვი მაგრამ ეს ხომ ის თემაა რომელიც ახალი დედის დაბადებასთან ერთად ახლიდან იბადება,ახალი სითბოთი ივსება და ახალი შემართებით გადის ცხოვრების ასპარეზზე.
”სანამ დედა მყავს არ დავბერდები”
ასე ამბობენ,ასე მღერიან,
ადრე დაობლდე,ან გვიან თუნდაც,
დედას სიკვდილი არ უწერია."
No comments:
Post a Comment